ხუან მირო (1893-1983) მე-20 საუკუნის ავანგარდული ფერწერის საკვანძო ფიგურა იყო. ახალგაზრდობაში მირო კომერციულ სფეროში სწავლობდა, თუმცა მალევე მიატოვა ბიზნესი და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელოვნების გზას დაადგა – 1912 წელს ბარსელონას სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა.
როგორც მხატვარი, იგი ცნობილი გახდა სიურრეალიზმისა და აბსტრაქტული ხელოვნების შერწყმით, რამაც მისი ხელწერა შექმნა – სტილი, რომელიც დღესაც მყისიერად ამოსაცნობია. მისი გაბედული წარმოსახვა უნიკალურ ვიზუალურ ენას ქმნიდა, სადაც ორგანული ფორმები, კალიგრაფიული ხაზები და ნახევრად აბსტრაქტული გამოსახულებები ერთიანდებოდა. მიროს ნამუშევრები მხიარული და დახვეწილია, გაჯერებული მკვეთრი, ბლოკური ფერების ვნებიანი გამოყენებით.
პროდუქტი
ჩვენი პრინტების მზადების ყოველი ეტაპი ზრუნვითაა აღსავსე — რეპროდუქციები იპრინტება დეტალური ყურადღებით, ოსტატების მიერ ისმევა ჩარჩოში და თქვენამდე პროფესიონალური პასუხისმგებლობით მოდის
მიწოდების პირობები
პროდუქტის მიწოდება ხდება ქვეყნის მასშტაბით
თბილისი: 3-4 დღე რეგიონები: 4-5 დღე
პროდუქტის მიწოდებამდე ადრესატთნ დაკავშირება ხდება წინასწარ, 1-2 საათით ადრე
ხარისხი
პრინტი
მაღალი ხარისხის, სქელი მასალი (ქაღალდი ან PVC), რომელიც გამოიყენება ხელოვნების ნიმუშებისთვის.
დაუფარავი, გლუვი ზედაპირი: ქაღალდს არ აქვს პრიალა საფარი, რაც მას გლუვ, ბუნებრივ იერს აძლევს.
ოდნავ ტექსტურირებული: ქაღალდს აქვს ოდნავ გამოხატული ზედაპირი, რაც მას დამატებით პრემიალურ შეგრძნებას სძენს.
ფერების მკვეთრი ჩვენება: ქაღალდი უზრუნველყოფს ფერების ნათელ და ცოცხალ რეპროდუქციას.
პრემიუმ მელანი და ქაღალდი: გამოიყენება მაღალი ხარისხის მელანი და ქაღალდი, რაც უზრუნველყოფს ბეჭდვის საუკეთესო შედეგს.
ხანგრძლივობა: ბეჭდვა გამძლეა და დროთა განმავლობაში არ კარგავს თავის თვისებებს.
ჩარჩო
თხელი პროფილი: ჩარჩოები არის დახვეწილი და არ არის მოცულობითი.
მოყვება დასამონტაჟებელი საკიდი: ჩარჩოს მოყვება საკიდი, რომლითაც მისი კედელზე ჩამოკიდებაა შესაძლებელი.
პრემიუმ ხარისხის მინა: ჩარჩოებს მოყვება მაღალი ხარისხის დამცავი მინა