პეტრე ოცხელი (1907-1937) - ბიჭი, რომელმაც გაუსწრო დროს... თეატრისა და კინოს მხატვარი, ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვითმყოფადი წარმომადგენელი. ოცხელი არ იყო უბრალოდ ნიჭიერი კაცი, თუნდაც გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ის იყო ფენომენალუ რი მოვლენა, რომელიც აოცებდა თანამედროვეებსაც და დღესაც გვაოცებს. არავის ბაძავდა, არავის ჰგავდა.
დაიბადა 1907 წელს, ქუთაისში, კათოლიკე ვაჭრის გრიგოლ ოცხელისა და ელენე ხოჯევანიშვილის ოჯახში. 1913 წელს ოცხელები მოსკოვში გადადიან საცხოვრებ-ლად და პეტრე სასწავლებლად ფ. ნერის სახელობის ფრანგულ კათოლიკურ გიმნაზიაში შეჰყავთ. ის ბავშვობიდან შეჩვეული იყო თეატრს, რადგან მის ოჯახში ერ-თგვარ ტრადიციას წარმოადგენდა თეატრში სიარული. როგორც მხატვრის და იხსენებდა, პეტრე იშვიათად ჩან და ხელში ფანქრის გარეშე. ყოველთვის ბლოკნოტით დადიოდა და ჩანახატებს აკეთებდა. 1917 წელს რუსეთ-ში მომხდარი რევოლუციის შედეგად ოჯახს სამშობლოში დაბრუნება მოუწიათ. 1926 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში და პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში განაგრძო სწავლა.