პოსტერი შეფუთულია სპეციალური მასალით, რაც უზრუნველყობს მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. მიწოდება თბილისში 2-3 დღის ვადაში.
გამთენიისას ფუძის მთა ამომავალი მზისგან ღია წითლად იფერება და ახალი დღის დაწყებას უხმობს ქვეყანას. ბუნების ამ მოვლენის, რომელსაც იაპონიაში “წითელ ფუძის” ეძახიან, ნახვა შეიძლება მხოლოდ ზაფხულში და შემოდგომით.
იაპონიაში თვლიან, რომ მრავალ მთათა შორის მხოლოდ ფუძია არჩეული ციურ წყალობად. ფუძი იაპონიის სიმბოლოა. წინა პლანზე გამოსახული მთა დიდებულად წარმოდგება თეთრი ღრუბლებით დაფარული ცის ფონზე. ლურჯი სივრცის ფონზე ელვარებს მთა, გაბედულად აღმართულა და თითქოს შუაზე ყოფს ცას. მთის კონუსი იკავებს სურათის სიბრტყის დიდ ნაწილს, რითაც ქმნის წინა მხარესთან სიახლოვის შთაბეჭდილებას. კომპოზიცია მარტივია, აქ არ არის მასშტაბების და გეომეტრიული რიტმების შეპირისპირება.
ცამდე აწვდენილ წმინდა მთას უკავია ნახატის თითქმის მთელი სივრცე და თავისი უსაზღვროებით არ ჩამოუვარდება ცას. ორი, ლოკალური ფერის შეპირისპირება გვაფიქრებინებს ინისა და იანის, მამრი და მდედრი საწყისების წინააღმდეგობასა და კავშირზე. მეორეს მხრივ, ფუძის წითელი ფერი წარმოადგენს მიწისა და ცის საქორწინო კავშირის სიმბოლოს. ფუძის ძირას მწვანე ტყეა გადაშლილი. ფუძი იზრდება და ხდება დიდებული. მასში განწოვილი ზღაპრული ძალა უძლეველი და დაუშრეტელია.
ჩარჩო: შავი
პროდუქტის შესახებ
მიწოდების პირობები
პროდუქტის შესახებ
artio-ს პოსტერები დაბეჭდილია მაღალი ხარისხის საღებავით, სქელ PVC მასალაზე, არაპრიალა, გლუვი ზედაპირით. პოსტერი მოთავსებულია ჩარჩოში და მინაში.
მიწოდების პირობები
შეკვეთის მიწოდება ხდება შეკვეთიდან 3-5 დღის განმავლობაში. პროდუქცია შეფუთულია სპეციალური მასალით, რაც უზრუნველყობს უსაფრთხო ტრანსპორტირებას.