ვან გოგი მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, რის გამოც 1889 წელს საფრანგეთში, სენ-რემის თავშესაფარში დაწვა. იქ ყოფნისას მან შექმნა „ვარსკვლავიანი ღამე“, რომელზეც გამოსახულია ხედი თავშესაფრის ფანჯრიდან მზის ამოსვლამდე, რასაც მხატვარმა წარმოსახვითი სოფელიც დაამატა. საღებავის სქელი, ფართო მონასმები აცოცხლებს ცას მორევისებურ ღრუბლებთან და კაშკაშა ნახევარმთვარესთან ერთად. ამის საპირისპიროდ, ქვემოთ მდებარე ქალაქი მშვიდად გამოიყურება. კომპოზიციას ასრულებს უზარმაზარი კვიპაროსი, რომელიც ცასა და სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს..
მოცემული პრინტის ფერები მაქსიმალურად შეხამებულია ორიგინალთან
არტისტი: ვინსენტ ვან გოგი
არტისტის შესახებ
პროდუქტი
მიწოდების პირობები
ხარისხი
არტისტის შესახებ
ვინსენტ ვან გოგი
ჰოლანდიელი ფერმწერი ვინსენტ ვან გოგი (1853-1890) პოსტიმპრესიონისტული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელმაც გზა გაუკაფა თანამედროვე ხელოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა, დღეს იგი ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე ევროპელ ხელოვანად ითვლება, რომელიც ცნობილია ისეთი ტილოებით, როგორიცაა „მზესუმზირები“ და „ვარსკვლავიანი ღამე“. ჩვენი ვრცელი კოლექცია მოიცავს როგორც ამ საკულტო ნამუშევრებს, ასევე ვან გოგის სხვა მრავალ შთამბეჭდავ პრინტს.
პროდუქტი
ჩვენი პრინტების მზადების ყოველი ეტაპი ზრუნვითაა აღსავსე — რეპროდუქციები იპრინტება დეტალური ყურადღებით, ოსტატების მიერ ისმევა ჩარჩოში და თქვენამდე პროფესიონალური პასუხისმგებლობით მოდის
მიწოდების პირობები
პროდუქტის მიწოდება ხდება ქვეყნის მასშტაბით
თბილისი: 3-4 დღე რეგიონები: 4-5 დღე
პროდუქტის მიწოდებამდე ადრესატთნ დაკავშირება ხდება წინასწარ, 1-2 საათით ადრე
ხარისხი
პრინტი
მაღალი ხარისხის, სქელი მასალი (ქაღალდი ან PVC), რომელიც გამოიყენება ხელოვნების ნიმუშებისთვის.
დაუფარავი, გლუვი ზედაპირი: ქაღალდს არ აქვს პრიალა საფარი, რაც მას გლუვ, ბუნებრივ იერს აძლევს.
ოდნავ ტექსტურირებული: ქაღალდს აქვს ოდნავ გამოხატული ზედაპირი, რაც მას დამატებით პრემიალურ შეგრძნებას სძენს.
ფერების მკვეთრი ჩვენება: ქაღალდი უზრუნველყოფს ფერების ნათელ და ცოცხალ რეპროდუქციას.
პრემიუმ მელანი და ქაღალდი: გამოიყენება მაღალი ხარისხის მელანი და ქაღალდი, რაც უზრუნველყოფს ბეჭდვის საუკეთესო შედეგს.
ხანგრძლივობა: ბეჭდვა გამძლეა და დროთა განმავლობაში არ კარგავს თავის თვისებებს.
ჩარჩო
თხელი პროფილი: ჩარჩოები არის დახვეწილი და არ არის მოცულობითი.
მოყვება დასამონტაჟებელი საკიდი: ჩარჩოს მოყვება საკიდი, რომლითაც მისი კედელზე ჩამოკიდებაა შესაძლებელი.
პრემიუმ ხარისხის მინა: ჩარჩოებს მოყვება მაღალი ხარისხის დამცავი მინა