ესკიზი ქართული მოდების ჟურნალისთვის N7, 1919 - ლადო გუდიაშვილი
ლადო გუდიაშვილი
₾
75.00
₾
კალათში დამატება
ლადო გუდიაშვილმა ეს ესკიზი 1919 წელს დამოუკიდებელ საქართველოში მოდის ჟურნალისთვის შექმნა. მართალია, ეს ჟურნალი არასოდეს გამოცემულა, თუმცა შემორჩენილი 24 ესკიზი საინტერესოდ წარმოგვიჩენს როგორც მხატვრის გემოვნებასა და შემოქმედებით სულისკვეთებას, ისე იმდროინდელი საქართველოს საზოგადოების მოთხოვნებს: ეს არის ერთი მხრივ, სრულიად ეპოქისთვის შესაფერისი, თანამედროვე ფორმები, თარგები და სტილი, მეორე მხრივ კი მდიდარი ისტორიული ტრადიცია და გამოცდილება. სწორედ ამიტომაც მოდელებს, რომელთაც მოდის ჟურნალი უნდა წარმოედგინათ, ლადო გუდიაშვილის მიერ შექმნილ ესკიზებში XV-XVIII საუკუნეების ქართული ქსოვილის ორნამენტებითა და განუმეორებელი ფერთა პალიტრით გაჯერებული კაბები თუ მოსასხამები ეცვათ
კოლექცია შექმნილია ხელოვნების სასახლის ხელშწეწყობით, ყველა უფლება დაცულია ®
მიწოდება თბილისში 3-4 დღის ვადაში
არტისტი: ლადო გუდიაშვილი
კატეგორია: ქართული
არტისტის შესახებ
პროდუქტი
მიწოდების პირობები
ხარისხი
არტისტის შესახებ
ლადო გუდიაშვილი
ლადო გუდიაშვილი (1896-1980) იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვითმყოფადი ქართველი მხატვარი. ის იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.
მისი შემოქმედება გამოირჩევა ქართული ეროვნული ხასიათის, ტრადიციული მოტივებისა და ევროპული სიმბოლიზმის ორგანული შერწყმით. ის ეკუთვნოდა პოეტთა ჯგუფ „ცისფერყანწელებს“ და 1919-1926 წლებში პარიზში ცხოვრობდა, სადაც მისი ნამუშევრები ევროპულ კოლექციებსა და მუზეუმებშიც კი მოხვდა, მათ შორის მადრიდის „პრადოს“ მუზეუმში.
პროდუქტი
ჩვენი პრინტების მზადების ყოველი ეტაპი ზრუნვითაა აღსავსე — რეპროდუქციები იპრინტება დეტალური ყურადღებით, ოსტატების მიერ ისმევა ჩარჩოში და თქვენამდე პროფესიონალური პასუხისმგებლობით მოდის
მიწოდების პირობები
პროდუქტის მიწოდება ხდება ქვეყნის მასშტაბით
თბილისი: 3-4 დღე რეგიონები: 4-5 დღე
პროდუქტის მიწოდებამდე ადრესატთნ დაკავშირება ხდება წინასწარ, 1-2 საათით ადრე
ხარისხი
პრინტი
მაღალი ხარისხის, სქელი მასალი (ქაღალდი ან PVC), რომელიც გამოიყენება ხელოვნების ნიმუშებისთვის.
დაუფარავი, გლუვი ზედაპირი: ქაღალდს არ აქვს პრიალა საფარი, რაც მას გლუვ, ბუნებრივ იერს აძლევს.
ოდნავ ტექსტურირებული: ქაღალდს აქვს ოდნავ გამოხატული ზედაპირი, რაც მას დამატებით პრემიალურ შეგრძნებას სძენს.
ფერების მკვეთრი ჩვენება: ქაღალდი უზრუნველყოფს ფერების ნათელ და ცოცხალ რეპროდუქციას.
პრემიუმ მელანი და ქაღალდი: გამოიყენება მაღალი ხარისხის მელანი და ქაღალდი, რაც უზრუნველყოფს ბეჭდვის საუკეთესო შედეგს.
ხანგრძლივობა: ბეჭდვა გამძლეა და დროთა განმავლობაში არ კარგავს თავის თვისებებს.
ჩარჩო
თხელი პროფილი: ჩარჩოები არის დახვეწილი და არ არის მოცულობითი.
მოყვება დასამონტაჟებელი საკიდი: ჩარჩოს მოყვება საკიდი, რომლითაც მისი კედელზე ჩამოკიდებაა შესაძლებელი.
პრემიუმ ხარისხის მინა: ჩარჩოებს მოყვება მაღალი ხარისხის დამცავი მინა