15% ფასდაკლება - პრომოკოდი SPRING15

15% ფასდაკლება - პრომოკოდი SPRING15

დახმარება Phone
Messenger
WhatsApp

ქალის სამი ასაკი, 1905 - გუსტავ კლიმტი

გუსტავ კლიმტი
75.00
„ქალის სამი ასაკი“ ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის მიერ 1905 წელს შექმნილი ტილოა, რომელზეც გამოსახული სხვადასხვა ასაკის სამი ქალი სიცოცხლის ციკლის სიმბოლოს წარმოადგენს.
მოცემული პრინტი ასახავს დედისა და შვილის სახეებს, რომლებიც ორიგინალი ნახატის ზედა მარჯვენა ნაწილიდანაა აღებული. დედასაც და შვილსაც სძინავთ; კლიმტმა ფონზე არსებული დეკორატიული ელემენტები დედის წაბლისფერ თმასთან ჰარმონიულად გადახლართა.

შენიშვნა: მოცემული გამოსახულება ორიგინალი ნამუშევრის შებრუნებული (სარკისებური) ვერსიაა.

არტისტი: გუსტავ კლიმტი

არტისტის შესახებ
პროდუქტი
მიწოდების პირობები
ხარისხი

არტისტის შესახებ

გუსტავ კლიმტი


როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისის წამყვანმა ვენელმა მხატვარმა, გუსტავ კლიმტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არაერთ ხელოვანზე, მათ შორის ეგონ შილეზე. კლიმტი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი მგრძნობიარე, მაღალდეკორატიული პორტრეტებით, თუმცა ის ასევე ქმნიდა ხასხასა, მწვანე ლანდშაფტებს. მისი კარიერის „ოქროს პერიოდში“ შექმნილ, ოქროს ფირფიტებით შემკულ მდიდრულ ნამუშევრებს შორისაა 1908 წელს დახატული მისი ცნობილი ტილო — „კოცნა“.

კლიმტის პრინტების ჩვენი კოლექცია მხატვრის ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.

პროდუქტი

ჩვენი პრინტების მზადების ყოველი ეტაპი ზრუნვითაა აღსავსე — რეპროდუქციები იპრინტება დეტალური ყურადღებით, ოსტატების მიერ ისმევა ჩარჩოში და თქვენამდე პროფესიონალური პასუხისმგებლობით მოდის

მიწოდების პირობები

პროდუქტის მიწოდება ხდება ქვეყნის მასშტაბით

თბილისი: 3-4 დღე
რეგიონები: 4-5 დღე

პროდუქტის მიწოდებამდე ადრესატთნ დაკავშირება ხდება წინასწარ, 1-2 საათით ადრე

ხარისხი


პრინტი

  • მაღალი ხარისხის, სქელი მასალი (ქაღალდი ან PVC), რომელიც გამოიყენება ხელოვნების ნიმუშებისთვის.
  • დაუფარავი, გლუვი ზედაპირი: ქაღალდს არ აქვს პრიალა საფარი, რაც მას გლუვ, ბუნებრივ იერს აძლევს.
  • ოდნავ ტექსტურირებული: ქაღალდს აქვს ოდნავ გამოხატული ზედაპირი, რაც მას დამატებით პრემიალურ შეგრძნებას სძენს.
  • ფერების მკვეთრი ჩვენება: ქაღალდი უზრუნველყოფს ფერების ნათელ და ცოცხალ რეპროდუქციას.
  • პრემიუმ მელანი და ქაღალდი: გამოიყენება მაღალი ხარისხის მელანი და ქაღალდი, რაც უზრუნველყოფს ბეჭდვის საუკეთესო შედეგს.
  • ხანგრძლივობა: ბეჭდვა გამძლეა და დროთა განმავლობაში არ კარგავს თავის თვისებებს.

ჩარჩო

  • თხელი პროფილი: ჩარჩოები არის დახვეწილი და არ არის მოცულობითი.
  • მოყვება დასამონტაჟებელი საკიდი: ჩარჩოს მოყვება საკიდი, რომლითაც მისი კედელზე ჩამოკიდებაა შესაძლებელი.
  • პრემიუმ ხარისხის მინა: ჩარჩოებს მოყვება მაღალი ხარისხის დამცავი მინა