სახლის ნახატებით, პრინტებით თუ დეკორაციებით გაფორმებაზე ფენ შუისგან ბევრი რჩევის მიღება შეგვიძლია. ფენ შუი აღმოსავლური ფილოსოფიაა, რომელიც ბედნიერების, წარმატებისა და ბალანსის მისაღწევად საცხოვრებლის სწორად მოწყობას გვასწავლის, ამიტომ ამ მითითებებისა და აკრძალვების გათვალისწინებით შესაძლოა, კედლის ხელოვნებით ცხოვრების გეზი შეიცვალოთ. ფენ შუი გვირჩევს, რომ:
1.
შევარჩიოთ სახლის დეკორაციები იმ ენერგიის მიხედვით, რომელიც ამა თუ იმ სივრცეში გვესაჭიროება. მაგალითად, ნაზი და მგრძნობიარე ხელოვნება საძინებელ ოთახში განვათავსოთ, აქტიური და ენერგიული ტალღების მქონე ნამუშევრები კი სასტუმრო ოთახსა ან ოფისში.