კანდისკის „რამდენიმე წრე“ ტილოზე სულიერების აბსტრაქტული გამოხატულების კარგი ნიმუშია.
1920-იან წლებში, კანდინსკის რუსეთიდან გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, მისმა ნამუშევრებმა შეიძინა გეომეტრიული ფორმები და ტილოზე მეტი სივრცე გამოჩნდა. ამ პერიოდში ის დაკავებული იყო საგანმანათლებლო პროცესითა და თეორიული მუშაობით ბაუჰაუსში.
მხატვარმა ნამუშევარში „რამდენიმე წრე“ გააცოცხლა საკუთარი თეორიები. ტილოზე განზრახ არის მხოლოდ ერთი ფორმა - წრე. მან ამ ნამუშევარში ყურადღება გადაიტანა ფერებსა და მასებზე, და მათ თანაფარდობაზე, რომლემაც განსაზღვრა კომპოზიცია.
კანდინსკის სხვა აბსტრაქტული ნამუშევრებისგან განსხავებით, „რამდენიმე წრე“ არის სუფთა აბსტრაქცია და არანაირი ობიექტური დატვირთვა არ გააჩნია.